კინჩხა, იმერეთის რეგიონის ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა კინჩხისა და ქვედა კინჩხის გავრცელებული სახელწოდება.
კ. წერილობით წყაროებში XVIII ს-იდან გვხვდება. აქ ნაპოვნია ბრინჯაოს განძი, აგრეთვე ლისიმაქეს ოქროს მონეტის ერთი მინაბაძი (იხ. აკეს სტატერი). კ-ში შემორჩენილია უზარმაზარი ციხის ნანგრევები. სავარაუდოდ, იგი ადრეფეოდ. ხანაში მოხსენიებული თაკვერის ციხე უნდა იყოს. კ-ში არის შუაფეოდ. ხანის ბალიანგილოურის ეკლესიის ნანგრევები აკლდამით.
თ. ბერაძე