კონიაშვილი ივანე გრიგოლის ძე

ი. კონიაშვილი

კონიაშვილი ივანე გრიგოლის ძე [27. IX (9. X). 1889, თბილისი, – 1938, იქვე], კურორტოლოგი და ფიზიოთერაპევტი, სამეცნ. კურორტოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში; პროფესორი (1935). 1913 დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სამხ.-სამედ. აკადემია. 1924–25 და 1929–30 კ. ეცნობოდა საკურორტო-სამკურნ. საკითხებს გერმ., იტალ., საფრანგეთისა და ჩეხოსლოვაკიის კურორტებზე. 1926–30 იყო თსუ-ის, 1930–36 კი – თსსი-ის ფიზიოთე-რაპიისა და კურორტოლოგიის კათედრის გამგე, იმავდროულად (1928–38), – თბილ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნ.- კვლ. ინ-ტის დირექტორი. 1935–38 ასევე განაგებდა თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრას.

კ-მა პირველმა დანერგა კურორტოლოგიური კვლევის ბიოქიმ. მეთოდები. იგი იკვლევდა შაქრიან დიაბეტს, ბორჯომის წყლის გავლენას ორგანიზმის ჟანგვა-აღდგენით პროცესებზე და სხვ. იყო საქართვ. ანტირევმატული კომიტეტის ორგანიზატორი და პირველი თავ-რე.

საბჭ. რეპრესიების მსხვერპლი.

თხზ.: Реакция крови на курортные факторы Кобулети при туберкулëзе лëгких и бронхиальной астме, კრ.: Курорты АССР Аджарии, Тб., 1936 (თანაავტ. Л. К. Кутателадзе).