კირბალი, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის გორის მუნიციპალიტეტში (ზეღდულეთის თემი), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ცენტრ. ნაწილი), ტირიფონის არხის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 900 მ, გორიდან 20 კმ. 517 მცხ. (2014).
სოფელში დგას XVIII–XIX სს. კვირაცხოვლის ერთნავიანი ეკლესია. მეორე, წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია, სოფლის მახლობლად მდებარეობს. იგი გვიანდ. შუა საუკუნეებით თარიღდება.