კირვალიძე დავით რევაზის ძე (დ. 6. V. 1967, თბილისი), სწავლული აგრონომი, აგროქიმიკოსი, ნიადაგმცოდნე, პოლიტიკოსი. სოფლის მეურნეობის მეცნ. დოქტორი (1993). 1990 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი. 1996_98 იყო შპს საქართვ. კერძო ფერმერთა დახმარების ფონდის დირექტორი განვითარებისა და თანამშრომლობის საკითხებში, 1999_2000 _ საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი და აგრ. საკითხთა კომიტეტის თავ-რე, 2000_04 _ საქართვ. სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, 2006_12 _ აშშ-ის საერთაშ. ორგანიზაცია CNFA-ს („სოფლის მეურნეობაში ახალი საზღვრების დადგენა“) პრეზიდენტის მთ. მრჩეველი, 2012_13 _ საქართვ. სოფლის მეურნეობის მინისტრი, 2014-იდან _ CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი, 2017_22 _ საქართვ. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში.
კ. სამეცნ.-პედ. საქმიანობას ეწეოდა საქართვ. აგრ. და მოსკ. სახელმწ. უნ-ტებში, საქართვ. გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და აგრობიზნესის ინ-ტში (1990_98), ასევე აშშ-ის მერილენდის უნ-ტში (2005_06). 2011_18 აგრ. უნ-ტის სრული პროფესორია ნიადაგმცოდნეობის მიმართულებით, 2021-იდან კი საქართვ. საზოგადოებრივ საქმეთა ინ-ტის (GIPA) აფილირებული პროფესორი. კ. თანამშრომლობს მრავალ საერთაშ. ორგანიზაციასთან (FAO, USAID, IFAD, IFC, DIDA და სხვ.), მუშაობს სას.-სამ. სტრატეგიის, სას.-სამ. გადამამუშავებელი წარმოებისა და კერძო სექტორის ბიზნესის განვითარების საკითხებზე. მან სამეცნ.-კვლ. და ექსპერტული სამუშაოები ჩაატარა მრავალ ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ყირგიზეთი, ნიდერლანდების სამეფო, ირლანდია, აშშ და სხვ.). 1998-იდან კ. გახდა ნიადაგმცოდნეობის საერთაშ. კავშირის (IUSS) წევრი. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა.
თხზ.: რადიოლოგიური და აგროეკოლოგიური გამოკვლევები, თბ., 2009 (თანაავტ.: რ. ლიპარტელიანი); Research of Cinnamonic Calcareous Soil Fertilizing Systems for Pastures of Akhaltsikhe District, Communications in Soil Sciences and Plant Analysis, “Taylor and Francis”, USA, vol. 42, N7, 2011, pp. 767-786 (თანაავტ.: Korakhashvili A); Endemic and Released Legume Crops Sustainable Production in Georgia, Lam lambert Academy Publishing, Germany, USA, UK, 2018, 67 p (თანაავტ.: Korakhashvili A, Urushadze T.).