კირთაძე დემურ გრიგოლის ძე

დ. კირთაძე

კირთაძე დემურ გრიგოლის ძე (დ. 31. V. 1949, სოფ. ხომული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ანგიოქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1998). რფ-ის დამს. ექიმი (1997), სამედ.-ტექნ. აკად. ნამდვილი წევრი (1997), საერთაშ. ანგიოლოგიის კავშირის წევრი (1997).

1974 დაამთავრა მოსკოვის, ი. მ. სეჩენოვის სახ. სამედ. ინ-ტი. 1974–75 მუშაობდა №20 კლინ. საავადმყოფოს ქირურგ. განყ-ბაში; 1975–78 – №13 კლინ. საავადმყოფოს ტრავმატოლოგად; 1978–80 – მოსკოვის I სამედ. ინ-ტში, თავდაპირველად – ზოგადი ქირურგ. კათედრაზე აკად. ვ. სტრუჩკოვის ხელმძღვანელობით, შემდეგ (1980–88) ოპერაც. ქირურგიის კათედრაზე (ხელმძღვ. ი. სეჩენიკოვი), პარალელურად მუშაობდა მოსკოვის №7 კლინ. საავადმყოფოს სისხლძარღვთა ქირურგიაში (ხელმძღვ. ვ. პეტროვი). 1988–89 იყო №78 პოლიკლინიკის ქირურგ. განყ-ბის გამგე, დაინიშნა მედ.- სან. ნაწილის №4 მთ. ექიმად; 1991-იდან ხელმძღვანელობს მოსკოვის, ომის ვეტერანთა №1 მრავალპროფ. ჰოსპიტალს (2017-იდან – პრეზიდენტი).

კ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, რ-ებიც ეხება ზოგადი ქირურუგიის და ანგიოლოგიის აქტუალურ საკითხებს. არის 2 გამოგონებისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი.

მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის სახელმწ. ჯილდოები და მედლები.