კირთაძე ენგურ გიორგის ძე

კირთაძე ენგურ გიორგის ძე (დ. 14. II. 1939, თბილისი), ბიოქიმიკოსი, დოქტორი (1995), პროფესორი (2004). დაამთავრა სას.- სამ. ინ-ტის ტექნოლოგიური ფაკ-ტი (1961). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ბოტანიკის ინ-ტის, შემდეგ – მცენარეთა ბიოქიმიის ლაბორ. თანამშრომელი (1963), მცენარეთა ბიოქიმიის ინ-ტის – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1971), საფუვრის ბიოქიმიისა და მიკრობული დეტოქსიკაციის ლაბორ. ხელმძღვანელი (1972–2006).

კ-ის სამეცნ. ინტერესების სფეროა საფუვრებისთვის უცხო ნაერთების გარდაქმნის შესაძლებლობებისა და გზების ძიება, შამპანურის ტიპის ღვინოების ხარისხის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანი ნაერთების ბიოქიმიური ცვლილების კანონზომიერებათა შესწავლა.

კ. არის სამეცნ. ნაშრომების და ერთი მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს აკად. ს. დურმიშიძის სახ. პრემია (1995).