კირთაძე ნესტან ლევანის ასული

ნ. კირთაძე

კირთაძე ნესტან ლევანის ასული (დ. 8. VI. 1959, ქუთაისი), ისტორიკოსი, ისტორიის მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (1999). დაამთავრა ქუთაისის პედ. ინ-ტის ისტ. ფაკ-ტი (1981). 1981–87 იყო ქუთაისის სახელმწ. პოლიტექ. ინ-ტის კათედრის, ხოლო 1990–99 – თსუ-ის პოლიტ. პარტიების ისტორიის კათედრის თანამშრომელი, დოცენტი, 1999–2006 – ამავე უნ-ის საქართვ. ისტორიის კათედრის პროფესორი.

1992–99 იყო პარლამენტის წევრი, 1995–96 – პარტია „მოქალაქეთა კავშირის“ პოლიტ. მდივანი; 1997-იდან – პარტია „სახალხო-დემოკრატიული კავშირი – ქრისტიან-დემოკრატების“ თავ-რე.

კ. არის რამდენიმე მონოგრაფიისა და სამეცნ. სტატიების ავტორი, მთ. რედ. წიგნისა „ნათელი ქრისტესი – საქართველო“ (ტეტრალოგია).

თხზ.: 1924 წლის აჯანყება საქართველოში, ქუთ., 1996; ევროპა და დამოუკიდებელი საქართველო (1919–1923 წწ.), თბ., 1997; საქართველოს დამოუკიდებლობა და ქართულ-ევროპული ურთიერთობები, თბ., 1997.