კირილე II

კირილე II, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1737–39. კ. II მოიხსენიება 1738 წ. 2 თებერვლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში.

სავარაუდოდ, ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილის გარდაცვალების შემდეგ მცირე ხნით კათოლიკოსი კ. II გახდა. მთავარეპისკოპოსად იხსენიება 1736, 1737, 1740 და 1741 საბუთებში.

წყარო: დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, I (XV–XVIII), ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1940.

ლიტ.: ლომინაძე ბ., მასალები საქართველოს XVI–XVIII საუკუნეთა ქრონოლოგიისათვის, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის,“ 1951, ნაკვ. 29; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.