კიროვაკანის გორასამარხი

კიროვაკანის გორასამარხი, ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ.) არქეოლოგიური ძეგლი ქ. კიროვაკანში (სომხ. რესპ.). 1948 გათხარეს (ბ. პიოტროვსკი) მესაქონლე ტომის ბელადის მდიდრული კრემაციული სამარხი, რ- შიც ოქროს, ვერცხლისა და თიხის ჭურჭელი, აგრეთვე ბრინჯაოს იარაღი აღმოჩნდა. არქეოლ. მასალა ამ ხანის ამიერკავკ. მაღალი კულტ. მაჩვენებელია და დაკავშირებულია წინა აზიის დას. ნაწილის ქვეყნებთან. ანალოგიური მასალა აღმოჩენილია თრიალეთსა (იხ. თრიალეთის კულტურა) და კახეთში.