დოღლაურის ვაკე, შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი, მდ. ლიახვის დას-ით. აკუმულაციური ვაკეა, აგებულია მეოთხეული ფხვიერი ნალექებით, შექმნილია ძირითადად ჭალისზედა ტერასით. დას-ით ლიხის ქედის მთისწინეთამდე აღწევს, სამხრ-ით – მდ. მტკვრამდე. ვაკე დასერილია მდ. ფრონის სისტემის ხეობებითა და ხელოვნური არხებით.
დ. ვ-ზე გაბატონებულია კულტ. ლანდშაფტი.