კირტიშო

კირტიშო, ხეობის მყინვარი ონის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ. ჩვეშურის (რიონის მარცხ. შენაკადი) აუზში. ექსპოზიცია სამხრ.-დასავლეთური. სიგრძე 4,8 კმ, ფართ. 5,3 კმ 2. მყინვარის ენა ეშვება 2425 მ სიმაღლეზე. ფირნის ხაზი გადის 3840 მ-ზე.

ლიტ.: Гобеджишвили Р. Г., Ледники Грузии, Тб., 1989.