კირცხალია ვლადიმერ გრიგოლის ძე

კირცხალია ვლადიმერ გრიგოლის ძე (დ. 24. V. 1947, სოხუმი), ფიზიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (2005), პროფესორი (2006). 1971 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი. მუშაობს სოხუმის ი. ვეკუას სახ. ფიზიკა-ტექნიკის ინ-ტში, პარალელურად პედ. საქმიანობას ეწევა სოხუმის უნ-ტში.

მისი სამეცნ. ნაშრომები ეხება აეროდინამიკის, ჰიდროდინამიკის და მაგნიტური ჰიდროდინამიკის საკითხებს, ასევე ჩვეულებრივ და ელექტროგამტარ სითხეებში ტანგენციური წყვეტის მდგრადობას, არაერთგვაროვან გარემოში მასის უწყვეტობის განზოგადებულ განტოლებებს, აირზე გრავიტაციული ველის ზემოქმედებას, დედამიწის ატმოსფეროში ბგერის გავრცელების თავისებურებებს.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Applied Problems of Gas and Hydrodynamics, Saarbrucken, 2015.