კისისხევი

კისისხევი, მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში. სიგრძე – 37 კმ, აუზის ფართ. – 142 კმ 2. სათავეს იღებს გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთაზე, ზ. დ. 1870 მ-ზე. ერთვის მდ. ალაზანს მარჯვნიდან. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში, ზაფხულ- შემოდგომაზე. ახასიათებს წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა და ღვარცოფი. საშ. წლ. ხარჯი სოფ. კისისხევთან 1,45 მ 3/წმ.

ი. აფხაზავა