კისორეთის წმინდა გიორგის ეკლესია

კისორეთის წმინდა გიორგის ეკლესია, ტი) განაპირას; ეკლესია დარბაზულია. აღმ-ით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. ფასადები და ინტერიერის კედლები ნაგებია სუფთად ნათალი მოყვითალო ქვის კვადრებით. დარბაზი გადახურულია სამ საბჯენ თაღზე დაყრდნობილი ცილინდრული კამარით. სატრიუმფო და დას. კედლის მიმდებარე საბჯენი თაღები პროფილირებულ იმპოსტებს ეყრდნობა. გრძივი კედლების კიდეებში გამოყოფილია ერთსაფეხურიანი პილასტრები, რ-თა შორის კედლის მონაკვეთები გაფორმებულია დეკორ. თაღებით. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. შესასვლელი ორია – დას-იდან და სამხრ-იდან. ორსაფეხურიან ცოკოლზე დადგმული ფასადები შემკულია პროფილირებული კარნიზებით. სამხრ. შესასვლელი რთულპროფილიანი პორტალით არის გაფორმებული. ნაგებობა შემკულია ჩუქურთმებითა და ჯვრის რელიეფური გამოსახულებებით.

თ. ბერაძე

ვ. დოლიძე