კისპორეტის ციხე

კისპორეტის ციხე

კისპორეტის ციხე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ტაოში, იუსუფელის საფანეთის უბანში, მდ. პარხლისწყლის მარჯვ. ნაპირზე, სოფ. კისპორეტთან (ამჟ. თურქეთის ტერიტორია).

ციხე აღმართულია მაღალ კლდოვან ბორცვზე. შემორჩენილია მისი 6 მ-მდე სიმაღლის კედლები. ნაგებია საშ. და მცირე ზომის ნატეხი ქვითა და დუღაბით. განირჩევა აუზისა და შიდა ნაგებობების კვალი. ციხის ამჟამინდელი სახელწოდება (kisporeti) გვიანდელია. ე. ბარამიძის მიერ (ივ. ჯავახიშვილის რედაქტორობით) შედგენილ საქართვ. ისტ. რუკაზე (1923) დატანილია ვეჟანგეთის სახელწოდებით.

ლიტ.: ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2016 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები, თბ., 2017.