კიტია ნოშრევან (დორიან) ვალერიანის ძე

ნ. კიტია

კიტია ნოშრევან (დორიან) ვალერიანის ძე (24. VIII. 1927, თბილისი, – 24. X. 2006, იქვე), კულტურის მუშაკი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967). 1951 დაამთავრა სპი-ის არქიტ. ფაკ-ტი. ამავე წლიდან მუშაობდა არქიტ. კათედრაზე, იყო ინ-ტის პროფკავშირის კომიტეტის თავ-რე. როგორც მომღერალი და მუსიკოსი, აქტიურად იყო ჩართული ინ-ტის საესტრადო ორკესტრის საქმიანობაში. 1957–59 მუშაობდა საქართვ. ახალგაზრდული ორგანიზაციების კომიტეტის თავ-რედ. იყო თბილ. მოზარდ მაყურებელთა (1959–62) და შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. (1962–70) თეატრების დირექტორი, საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის დირექტორის პირველი მოადგილე (1975–81), გენ. დირექტორი (1981–89). 1991-იდან მუშაობდა თბილ. დიდი საკონცერტო დარბაზის საკონცერტო პროგრამების ხელმძღვანელად (სიცოცხლის ბოლომდე). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996).