კიტოვანი თენგიზ კალისტრატეს ძე

კიტოვანი თენგიზ კალისტრატეს ძე (დ. 9. VI. 1938, თბილისი), ეროვნული გვარდიის სარდალი (1991). დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახ. თბილ. სამხატვრო სასწავლებელი (1957), სამხატვრო აკადემია (1967). იყო საქართვ. რესპ. უზენაესი საბჭოს დეპუტატი (1990–91) და თავდაცვის სამთავრობო კომისიის თავ-რე (1990). სამხედრო საბჭოსა და სახელმწ. საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1992). პრემიერ-მინისტრის I მოადგილე და თავდაცვის მინისტრი (1992–93), საქართვ. პარლამენტის წევრი (1992–95); 1991–92 ეროვნ. გვარდიის წევრებთან ერთად ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ ბრძოლას კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. მონაწილეობდა საქართვ. სამოქალაქო და აფხაზეთის ომებში. 1995 კ. დააპატიმრეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით. 1999 წ. 22 მაისს პრეზიდენტმა შეიწყალა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (1993).

ლ. დოლიძე