კიტოხი, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტში გუდამაყრის შავი არაგვის ხეობაში. გუდამაყრის თემის ცენტრი (სოფლები: კ., ათნოხი, ბაკურხევი, ბახანი, ბოსელი, ბურსაჭირი, გამსი, დიდებანი, დიხჩო, დუმაცხო, ზანდუკი, თოთიაურნი, თორელაანი, ლუთხუბი, მაქართა, საკერპო, საჩალისჭალა, სიჯანანი, ფახვიჯი, ჩობალაურნი, ჩოხი, წინამხარი). ზ. დ. 1300 მ, დუშეთიდან 63 კმ. 25 მცხ. (2014).