კიტრიული

კიტრიული, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის ახალგორის მუნიციპალიტეტში (წინაგრის თემი), შიდა ქართლის ვაკის ჩრდ.-აღმ-ით, მთისწინეთში. ზ. დ. 1100  მ, ახალგორიდან 95 კმ.

სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილია ქართული არქიტექტურის ძეგლი – ყველაწმინდის ეკლესიის ნანგრევი. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. წარმოადგენდა დარბაზული ტიპის ეკლესიას. სამშენებლო მასალის მიხედვით დგინდება, რომ ძეგლი ფლეთილი და რიყის ქვით იყო ნაგები, გვხვდება შირიმის პროფილირებული ქვებიც. საგანგებო გათხრა-გაწმენდის გარეშე გეგმის დადგენა შეუძლებელია.

კ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ლიტ.: შიდა ქართლი. ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. 4, თბ., 2008.