კიღურაძე გივი შალვას ძე (12. II. 1922, თბილისი, – 5. VIII. 1978, იქვე), ისტორიკოსი, ახალი და უახლესი ისტორიის სპეციალისტი, ისტ. მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1970). 1943 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1969-იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო თსუ-ის ახ. და უახლესი ისტ. კათედრის გამგე. მისი სამეცნ. შრომები ეხება ინგლისისა და საფრანგეთის ბურჟ. რევოლუციების, აგრეთვე ახ. და უახლესი ისტ. საკითხთა ფართო წრეს. აქტიურად თანამშრომლობდა ქართ. ენციკლოპედიის რედაქციასთან. არის მრავალი საენციკლოპედიო სტატიის ავტორი.
თხზ.: ნარკვევები პირველი მსოფლიო ომის მომზადების ისტორიიდან, თბ., 1960; საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის ისტორიიდან, თბ., 1963; XVII ს. ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუცია, თბ., 1970; ახალი ისტორია, წგ. 1–2, თბ., 1970–73 (თანაავტ.); XVII ს. ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუცია, წგ. 1 (1603–1642), თბ., 1979.
ლიტ.: გივი კიღურაძე. ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1983.