კიჩჩოჩქორთი, მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევის კავკასიონზე, მდინარეების – ხდისა და არმხის (თერგის მარჯვ. შენაკადები) წყალგამყოფზე. სიმაღლე 4117 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. ჩრდ.-დას. და ჩრდ.-აღმ. კალთებზე პატარა მყინვარებია. კ-ზე მთა-მდელოსა და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტებია.
ლ. მარუაშვილი