კლასიკური განათლება

კლასიკური განათლება, ზოგადი საშუალო განათლების ტიპი, რომლის მიზანია ლათინური და ბერძნული ენებისა და ანტიკური ლიტერატურის შესწავლა. ჩამოყალიბდა რენესანსის ეპოქის ევროპაში. კ. გ. მოექცა ვიწრო ფილოლ. ჩარჩოში და ხელს უწყობდა სწავლებაში ფორმალიზმის განმტკიცებას, რის წინააღმდეგაც გაილაშქრეს ჰუმანისტებმა. ამჟამად საფრანგეთსა და იტალიაში არის კლასიკური ლიცეუმები, გერმანიაში – კლასიკური გიმნაზიები, დიდი ბრიტანეთის გრამატ. სკოლებში – კლასიკური განყ-ბები; ბელგიაში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში – კლასიკური სკოლები, თუმცა თავდაპირველი ფორმით კ. გ. უკვე აღარ არსებობს. XIX ს. II ნახ-ში გაჩაღდა ბრძოლა კლასიკური და რეალური განათლების მომხრეთა შორის. რეალური განათლების მომხრენი იყვნენ რევ. დემოკრატები – კ. უშინსკი და მისი თანამოაზრენი, მ. შ. ი. გოგებაშვილი.