„კლდე“

„კლდე“, ქართული ყოველკვირეული საზოგადოებრივ-ეკონომიკური და ლიტერატურული ჟურნალი; გამოდიოდა თბილისში 1912–15, რედ.-გამომცემელი – რ. გაბაშვილი. ჟურნალში სტატიებისა და წერილების გარდა იბეჭდებოდა გი დე მოპასანის, ჯ. ლონდონის, ჯ. კ. ჯერომის, ფ. კოპეს, ო. უაილდის, მ. ტვენის, ა. ფრანსის, ი. ვ. გოეთეს, ტ. შევჩენკოს და სხვა მწერალთა ნაწარმოებების თარგმანები. „კ-ის“ მხატვარი იყო ო. შმერლინგი. 1915 ჟურნალი დაიხურა.