კლდისვაშლა

კლდისვაშლა

კლდისვაშლა (Sempervivum), მცენარეთა გვარი მსუქანასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. 30-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში, მცირე და წინა აზიაში, ჩრდ.-დას. აფრიკაში. იზრდება სუბალპ. და ალპ. სარტყლის ქვიან ფერდობებსა და კლდეებზე. კავკასიაში გავრცელებულია 11 სახეობა (საქართველოში 6, მ. შ. 2 კავკასიის ენდემია და 2 – საქართველოსი). აშენებენ დეკორატიულ მცენარედ.