კლდის იასამანი (Kentranthus longiflorus) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე კატაბალახასებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლეა 80 სმ. ფესვიდან; ჩვეულებრივ, რამდენიმე ღერო ამოაქვს. იკეთებს იასამნისფერ ყვავილებს. ყვავილობს მაისიდან ივლისის ბოლომდე. გავრცელებულია მცირე აზიასა და კავკასიაში.
საქართველოში იზრდება ქართლის, მესხეთისა და იმერეთის ბარში, კლდის ნაშალსა და ქვიან ფერდობებზე. კ. ი. ლამაზი დეკორატიული მცენარეა, გამოსადეგია გაშიშვლებულ ფერდობებზე გრუნტის გასამაგრებლად.