კლდისუბანი, თბილისის ისტორიულად ჩამოყალიბებული მიკროუბანი, კალის სამხ.-აღმ. ნაწილის – ე. წ. ქვემო უბნის ერთი მხარე (მთაწმინდა-კრწანისის რ–ნი). კ. ეწოდა მისი მდებარეობის გამო – შეფენილია სოლოლაკის ქედის კლდოვან კალთაზე. კ. ძნელად მისადგომ, მოუხერხებელ ადგილზე იყო განთავსებული, ამიტომ აქ ქალაქის ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობდა. მატერ. კულტურის ძეგლთაგან შემორჩენილია ადრინდ. შუა საუკუნეების ძეგლი – ცეცხლთაყვანისმცემელთა სალოცავი, ე. წ. ათეშგაჰი. იქვეა ბეთლემის ღვთისმშობლის, წმ. გიორგისა და წმ. სტეფანეს ეკლესიები.
ლიტ.: ბერიძე თ., ... და აღმოცენდა თბილისი, თბ., 1977; თბილისის ისტორია, თბ., 1990.