კლემენტოსი

კლემენტოსი, ქართლის კათოლიკოსი VIII ს. 70-იან წლებში. კათოლიკოსობამდე განაგებდა ზედაზნის, ხოლო შემდეგ შიომღვიმის მონასტერს. კ-ის სახელს უკავშირდება იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის აგება ზედაზნის მონასტერში.

წყარო: მოქცევაჲ ქართლისაჲ, წგ. შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილის და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979; ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, თ. ჟორდანიას გამოც. წგ. 1., ტფ., 1892.

ლიტ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.