დოხვართა, მდინარე დასავლეთ საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, მდ. ააფსთის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 16 კმ, აუზის ფართ. 35 კმ². სათავე აქვს ბზიფის ქედის სამხრ. კალთაზე. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. იცის წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა. აქვს მრავალი შენაკადი, რ-თა ჯამური სიგრძეა 41 კმ. საშ. წლ. ხარჯი 1,1 მ³/წმ.
ი. აფხაზავა