კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი, („კოი“), დაარსდა 2011, როგორც შპს ,,კონსტანტინე მადიჩის სახ. მამოლოგიის ცენტრი“. დღევანდელი სტატუსი 2015 მიენიჭა (დამფუძნ. – გ. ნემსაძე, კლინ. დირექტორი – ლ. კუჭავა).

კლინიკაში ტარდება მრავალი სხვადასხვა სახის ქირურგ. ოპერაცია, მ. შ. მამოლოგიური, უროლოგიური, თავ-კისრის, გულმკერდის, მუცლის ღრუს, რბილი ქსოვილების, ბარიატრიული, გინეკოლოგიური, პროქტოლოგიური, აღდგენით-რეკონსტრუქციული ოპერაციები და სხვ. პრიორიტეტი – ზოგადი და ონკოქირურგია (ქიმიო- და ჰორმონოთერაპიით). ოპერაციები კეთდება როგორც ღია წესით, ისე მცირე ინვაზიით – ლაპაროსკოპიით.

კლინიკაში არის ენდოსკოპიიის, ექოსკოპიის, რენტგენოსკოპიის, კარდიოექოსოპიის, მამოგრაფიის, რენტგენოგრაფიის, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორიული და პათომორფოლოგიური განყ-ბები. ქიმიოთერაპიის დეპარტამენტი ემსახურება პრე- და პოსტოპერაციულ ავადმყოფებს. მედიკამენტოზური მკურნალობა მოიცავს ქიმიოთერაპიულ, სამიზნე თერაპიულ, იმუნოთერაპიულ და ჰორმონოთერაპიულ მიმართულებას. დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში. 2017 ფუნქციონირება დაიწყო საქართვ. ერთ-ერთმა უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილმა და ავტომატიზებულმა დეპარტამენტმა, სადაც მიმდინარეობს ციტოლოგიური, ზოგადი, პათომორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევები. პაციენტებს მიეწოდებათ ფსიქოლოგიური თანადგომის სერვისი.