კლუხორის უღელტეხილი

კლუხორის უღელტეხილი, ქლუხორის უღელტეხილი, უღელტეხილი აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, აკავშირებს კოდორისა და თებერდის ხეობებს. სიმაღლე ‒ 2781 მ. აგებულია პროტეროზოური და ქვედაპალეოზოური კრისტ. ფიქლებითა და გრანიტოიდებით. კ. უ-ის მიდამოებში ალპ. ლანდშაფტია. უღელტეხილზე გადადის სოხუმის სამხედრო გზა.