კობახია ვალერიან ოსმანის ძე

კობახია ვალერიან ოსმანის ძე (15. V. 1929, სოფ. ლიხნი, გუდაუთის მუნიციპალიტეტი, – 28. VI. 1992, სოხუმი), აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავ-რე (1978–90). 1951 დაამთავრა სოხუმის სახელმწ. პედ. ინ-ტი, 1960–62 იყო სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტ. სკოლის მსმენელი. მუშაობდა სკოლაში პედაგოგად. 1954-იდან ჩაბმული იყო კომკავშირულ საქმიანობაში – იყო გუდაუთის კომკავშირის რაიკომის მეორე, შემდეგ – პირველი მდივანი. 1955 კ. აირჩიეს საქართვ. ალკკ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივნად, 1958 – პირველ მდივნად, ხოლო იმავე წელს – გუდაუთის რ-ნის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის თავ-რედ.

1962 კ. იყო კომპარტიის გუდაუთის რაიკომის პირველი მდივანი, 1963–65 – საქ. კპ გუდაუთის კოლმეურნეობებისა და საბჭ. მეურნეობების საწარმოო სამმართველოს პარტ. კომიტეტის მდივანი, 1965– 75 – პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1975–78 – საქ. კპ აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი, შემდეგ – თავ-რე. 1990 წ. 25 აგვისტოს კ-მ ხელი მოაწერა დეკლარაციას აფხაზეთის სახელმწ. სუვერენიტეტის შესახებ.