კობახიძე ალექსანდრე მალაქიას ძე (2. XI. 1919, სოფ. კვაცხუთი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 21. V. 2009, თბილისი), ენათმეცნიერი. 1951 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი რუს. ენისა და ლიტ-რის სპეციალობით. 1939 ჩაირიცხა მოსკ. სახელმწ. უნ-ტში. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს მონაწილეობდა ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) დაცვაში; 1957-იდან თითქმის ნახევარი საუკუნე ხელმძღვანელობდა ა. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინ-ტის თარგმნითი ლექსიკონების განყ-ბას; 1966–73 იყო ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში. კ-ის სამეცნ. შრომები უმეტესად რუს. და ქართ. ენების შეპირისპირებით შესწავლას ეძღვნებოდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია „რაჭული დიალექტის ლექსიკონი“ (მასალები), რ-იც 1987 გამოიცა; 1983 მისივე რედაქტორობით გამოვიდა რუს.-ქართ. ლექსიკონი. კ. წლების განმავლობაში იყო ინ-ტის სამეცნ. საბჭოს, ქართ. ენის ნორმათა დამდგენი კომისიისა და ქართ. ენციკლოპედიის სატრანსკრიფციო კომისიების წევრი.
ს. მეტრეველი