კობახიძე გრიგოლ ბეგლარის ძე

კობახიძე გრიგოლ ბეგლარის ძე (15.V.1910, სოფ. ხეთა, ხობის მუნიციპალიტეტი, – 31. 12. 1989, თბილისი), სსრკ-ის სახალხო მასწავლებელი (1979), საქართვ. დამს. მასწავლებელი (1959). დაამთავრა თბილ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი (1933). 1930–36 მუშაობდა ფიზ. მასწავლებლად თბილ. სხვადასხვა სკოლაში. 1941–43 იყო მე-17 საშ. სკოლის, 1943-იდან კი – ვაჟთა 24-ე საშ. სკოლის დირექტორი (1954- იდან – 77-ე საშ. სკოლა). კ. ავტორია ნაშრომებისა სკოლათმცოდნეობის და ფიზ. სწავლების მეთოდიკის დარგში. მიღებული აქვს ი. გოგებაშვილის სახ. მედალი, ლენინის ორდენი და სხვა სახელმწ. ჯილდოები. 1991-იდან თბილისის 77-ე საჯარო სკოლას კ-ის სახელი მიენიჭა.