კობახიძე დავით ნესტორის ძე

კობახიძე დავით ნესტორის ძე (2. IX. 1911, ქუთაისი, – 2. IX. 1970, თბილისი), ზოოლოგი, ენტომოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1941), პროფესორი (1943). საქართველოს მეცნ. დამს. მოღვაწე (1966). მისი ძირითადი გამოკვლევები მიეძღვნა საქართველოში გავრცელებულ უხერხემლო ცხოველთა სამყაროს შესწავლას – სისტემატიკის, ფაუნისტიკის, ეკოლ. ბიოცენოლოგიის, ეკოლ. მორფოლ. და მცენარეთა დაცვის საკითხებს. კ-მ პირველმა გამოიყენა ბიოლ. ბრძოლის მეთოდი ბორჯომის ხეობაში გავრცელებული დიდი ლაფნიჭამიას წინააღმდეგ. იყო ინდოეთის ზოოლ. აკად. ნამდვილი წევრი (1961), ლონდონის ენტომ. საზ-ბის (1950) და პოლონეთის ზოოლ. საზ-ბის (1958) საპატიო წევრი. კ. არის უხერხემლოთა ზოოლოგიის სახელმძღვანელოს ავტორი და საშ. სკოლის ზოოლოგიის სახელმძღვანელოს თანაავტორი.