დრამატურგია

დრამატურგია, (ბერძნ. dramaturgia), 1. რომელიმე მწერლის, ხალხის ან ეპოქის დრამატულ ნაწარმოებთა ერთობლიობა (მაგ., პ. კაკაბაძის დ., ინგლ. დ., ანტ. დ.). 2. სპექტაკლის ან კინოფილმის სიუჟეტურ-სახოვანი კონცეფცია. თეატრ. დ-ის საფუძველია ლიტ. დრამა , რ-ის მიხედვითაც თანამედროვე თეატრში იქმნება სარეჟისორო სცენარი. კინოხელოვნებისათვის დამახასიათებელია სცენარის ფორმის დ. 3. დრამ. ნაწარმოებთა აგების თეორია.