კობახიძე ემილ დავითის ძე

ე. კობახიძე

კობახიძე ემილ დავითის ძე (11. IV.1935, თბილისი, – 26. III. 1991, იქვე), გეოგრაფი, გეოგრაფიულ მეცნ. დოქტორი (1979). 1958 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.- გეოლოგიის ფაკ-ტი. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში, იყო რეკრეაციული გეოგრ. ლაბორ. ხელმძღვანელი. იკვლევდა საქართვ. საკურორტო მეურნეობისა და ტურიზმის საკითხებს, მთიანი მხარეების დემოგრაფიულ პრობლემებს, მრეწვ. ტერიტ. ორგანიზაციის კანონზომიერებებს, ცალკეული დარგის გეოგრაფიას და სხვ.

კ-მ დიდი ყურადღება დაუთმო ქვეყნის რეკრეაციული გეოგრ. შესწავლას; შეიმუშავა მისი რეკრეაციული დარაიონების სქემა; მონაწილეობდა საქართვ. „კურორტების ატლასის“ შექმნაში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, მ. შ. ‒ 10-მდე მონოგრაფია. მიღებული აქვს ა. ჯავახიშვილის სახ. პრემია (1984); თ. დავითაიას (1987) და ვახუშტი ბაგრატიონის (1993) სახ. პრემიები.

თხზ.: საქართველოს სსრ საკურორტო მეურნეობა და ტურიზმი, თბ., 1971; საქართველოს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, თბ., 1980; სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ ტერიტორიულ საწარმოო კომპლექსები, თბ., 1988; თბილისი. ეკონომიკურ გეოგრაფიული გამოკვლევა, თბ., 1989 (თანაავტ.); Развитие и размешение производительных сил Грузии, Тб., 1982; Социально-экологические и экономические проблемы горных районов Кавказа, Тб., 1985.

ლიტ.: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი, ავტორ-შემდგენლები: კ. ხარაძე, შ. ჯავახიშვილი, თბ., 2003.