კობახიძე თამაზ ლევანის ძე (27. I. 1932, თბილისი, – 9. XI. 2006, იქვე), ვეტერინარი ექიმი. ვეტ. მეცნ. კანდიდატი (1969), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1981). 1956 დაამთავრა საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო ინ-ტი. 1956–57 იყო ცხაკაიას (ახლანდ. სენაკი) მეფრინველეობის ფაბრიკის საამქროს უფროსი, 1958–60 – თბილ. მეფრინველეობის ფაბრიკის მთ. ვეტექიმი, 1960–71 – საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლ. ინ-ტის თანამშრომელი, 1971–73 – ამავე ინ-ტის ქიმ.-ბიოლ. პრეპარატების ექსპერ. ქ-ნის დირექტორის მოადგილე, 1974-იდან – დირექტორი.
კ-ის ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად შემუშავდა ახ. საკვები პრეპარატი, რ-საც მეფრინველეობაში იყენებდნენ. მანვე შეისწავლა და წარმოებაში დანერგა ახ. ფოსფორორგანული ნაერთებისაგან წარმოქმნილი ინსექტიციდური პრეპარატი ,,ხლოფო-50“ (იყენებდნენ მავნებლების, კარტოფილის ნარგავებში – კოლორადოს ხოჭოს, აგრეთვე ყურძნის ჭიის წინააღმდეგ); შეიმუშავა სხვადასხვა წარმოების ნარჩენების საკვებად გამოყენების ტექნოლოგიები და მეცხოველეობის პრაქტიკაში მათი დანერგვის მეთოდები. კ. ავტორია სამეცნ. ნაშრომების, 7 გამოგონების და 25 რაციონალური წინადადებისა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998).
კ. კაპანაძე
თ. ყურაშვილი