კობახიძე ირაკლი გიორგის ძე

კობახიძე ირაკლი გიორგის ძე (დ. 25. X. 1978, თბილისი), იურისტი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2016–19.

2000 დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი, 2006 – ჰ. ჰაინეს სახ. დიუსელდორფის უნ-ტი (გერმანია) სამართლის დოქტორის ხარისხით. 2000–01 მუშაობდა აშშ-ის საერთაშ. განვითარების სააგენტოში (USAID) საზ. განათლების პროექტის რეგიონულ კოორდინატორად, 2005–12 – თსუ-ში ასისტენტ-პროფესორად, 2011–14 – კავკასიის უნ-ტში ასოცირებულ პროფესორად; 2011–12 იყო ფონდ ,,ღია საზოგადოება–საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი, ამავე დროს – ორგანიზაციის ,,ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში“ ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, 2006–14 – გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP) ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი. 2014-იდან არის თსუ-ის ასოცირებული პროფესორი. k. არის საქართვ. მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, 2021-იდან – პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავ-რე. დაჯილდოებულია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით (2021).