კობახიძე ნიკოლოზ ლუკას ძე

კობახიძე ნიკოლოზ ლუკას ძე (18. XI. 1907, სოფ. ახალსოფელი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 27. IX. 1988, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1974), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1983). 1936 დაამთავრა საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო ინ-ტი. 1937–39 იყო საქართვ. მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის უმაღლ. და საშ. სპეც. სასწავლებლების სამმართველოს უფროსი, 1944–46 – საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო ინ-ტის სოფლის მეურნეობის წარმოების ეკონ. და ორგანიზაციის კათედრის თანამშრომელი, ხოლო 1946–88 – ამავე კათედრის გამგე. კ. იკვლევდა სას.-სამ. დარაიონებისა და მთიანი რ-ნების სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის, მიკროდარაიონებისა და ტიპიზაციის საკითხებს. არის 2 მონოგრაფიისა და სხვა სამეცნ. შრომების ავტორი.

კ. კაპანაძე