კობახიძე ქეთევან მიხეილის ასული (9. III. 1934, თბილისი, – 21.V. 2016, იქვე), არქიტექტორი, საქართვ. დამს. არქიტექტორი (2015). დაამთავრა სპი-ის სამშ. ფაკ-ტი არქიტექტურის სპეციალობით (1958). 1958–71 მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“ არქიტექტორად. 1971–2016 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სამხატვრო აკადემიაში. ძირითადი ნამუშევრები: მეტრო „თავისუფლების მოედნის“ მიწისქვეშა ვესტიბიული (1967, არქიტ. ვ. შ. ალექსი-მესხიშვილთან ერთად); სასტუმრო „რუსთავის“ რეკონსტრ. თბილისში (1971); ი. ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმი ყვარელში (1977, არქიტ. ვ. ჯორბენაძესთან ერთად); დ. სარაჯიშვილის ძეგლი (1991, თბილისი, საქართვ. მწერალთა კავშირი, მოქანდაკე ა. გომართელი). აქვს ნაშრომები ქართ. არქიტ. ძეგლების შესახებ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).
თ. გერსამია