კობერიძე მზია

კობერიძე მზია (დ. 1. II. 1936, თბილისი), საქართვ. დამს. ჟურნალისტი, მთარგმნელი. დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1958). მუშაობდა გაზეთ „სოფლის ცხოვრებაში“ სხვადასხვა განყ-ბებში (1960–2005). 1994–98 იყო გაზ. „სიყვარულის“ რედაქტორის მოადგილე; 1997–98 – გაზ. „საუკუნის გადასახედის“ რედაქტორი; 1992–2004 იყო თბილ. ჟურნალისტიკის და სამართლის ინ-ტის პრორექტორი; ეწევა მთარგმნელობით მუშაობას (ძირითადად თარგმნის ლატვიურიდან). მიღებული აქვს საკავშ. ჟურნალისტთა კავშ. პრემია (1972). არის ღირსების ორდენოსანი (2000).

თხზ.: ღვთისმშობლის დობილი, თბ., 2013; ლატვიის ისტორია, თბ., 2014; ზალიტე მ., ხუთი თითი, თბ., 2015; იკსტენა ნ., დედის რძე, ბათ., 2020; დობროვენსკი რ., რაინისი და მისი ძმები, თბ., 2021.