კობეშავიძე მიხეილ (გრიგოლ) დიმიტრის ძე (15. III. 1910, სოფ. კვახჭირი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი, – 1997, თბილისი), ქორეოგრაფი, საქართვ. სახ. არტისტი (1985). ცეკვის ხელოვნებას დაეუფლა ქ. ქუთაისის ქორეოგრ. სასწავლებელში (ხელმძღვ. ი. კირთავა). 1935-იდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა სამართალდამცავ სტრუქტურებში. მონაწილეობდა და შემდეგ ხელმძღვანელობდა თვითმოქმედ ქორეოგრ. კოლექტივებს; 1963- იდან იყო შსს კულტურის სახლის (ყოფ. ძერჟინსკის კლუბი) სამხატვრო ხელმძღვანელი. 1954 თავის ვაჟთან, ჰ. კობეშავიძესთან ერთად ჩამოაყალიბა ქართ. ხალხ. ცეკვის ახალგაზრდული ანსამბლი, რ-მაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა. აღსანიშნავია მისი მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებული ცეკვები ,,ოსური სალხინო“, ,,მაღლახელური“, ,,,მონადირეთა ცეკვა“ და სხვ. საგანგებოდ აღსანიშნავია კ-ის მიერ სანიმუშო ოსტატობით დადგმული ,,ქართული სიუიტა“. იყო ხალხ. ცეკვის III საკავშ. ფესტივალის ლაურეატი (1974, I ადგილი და დიდი პრიზი), 1975 კი – გდრ-ის ფოლკლორული ფესტივალის გამარჯვებული (I ადგილი და დიდი პრიზი). ამავე წელს ანსამბლს ,,მხედრული“ ეწოდა.
ლიტ.: სუხიშვილი გ., ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი, თბ., 1988.