კობიაშვილი ილია გიორგის ძე [16 (28). XI. 1894, თბილისი, – 8. VIII. 1972, იქვე], თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1955), პროფესორი (1961), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966).
1924 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1926-იდან ხელმძღვანელობდა თერაპიულ განყ-ბას თბილ. ფიზ. მეთოდებით მკურნალობის ინ-ტში, 1941–45 – თბილ. ერთ-ერთ ევაკოჰოსპიტლის თერაპიულ განყ-ბას, 1947–72 – კლინიკური და ექსპერ. კარდიოლოგიის ინ-ტის რადიოლოგიურ ლაბორატორიას. კ იკვლევდა ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზისა და იშემიური დაავადებების საკითხებს.
თხზ.: რადიაქტიური იზოტოპების გამოყენება კარდიოლოგიაში, თბ., 1958; გულის კორონარული დაავადება, თბ., 1971; О рефлекторной стенокардии, М., 1967.