კობიაშვილი ლევან ზურაბის ძე (დ. 10. VII. 1977, თბილისი), სპორტსმენი (ფეხბურთი, მცველი, ნახევარმცველი). უეფას ინტერტოტოს (2003–04) და გერმ. ლიგის თასების მფლობელი (2006), ბუნდესლიგის ორგზის ვიცე-ჩემპიონი (2005, 2007). სპორტული სკოლა ,,ავაზის“ აღზრდილი. თამაშობდა საქართვ., რუს. ფედ. და გერმ. კლუბებში: საქართვ. ოთხგზის ჩემპიონი (1995, 1996, 1997, 1998) და თასის სამგზის მფლობელი (1996–98), საქართვ. სუპერთასის ორგზის მფლობელი (1996–97). საქართვ. ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული აქვს რეკორდული რაოდენობის (100) შეხვედრა (12 გოლი). კ. გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით, დახვეწილი ტექნიკით, დრიბლინგით, კარგი პასით. კ. მეორე ადგილზეა არაგერმანელ ფეხბურთელთა შორის ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩების ოდენობით (351 მატჩი, 32 გოლი). საქართველოს წლის ფეხბურთელი (2000, 2005, 2011). იყო ბერლინის საფეხბურთო კლუბ „ჰერტას“ აკადემიის მენეჯერი (2014), ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „თბილისი 2015“ ოლიმპიური სოფლის მერი (2015), საქართვ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი (2015). 2016-იდან კი – ქართ. ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობის წევრი.
საქართვ. პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ (2016, 2020).