კობიაშვილი მიხეილ ანდრიას ძე (29. VI. 1862, თბილისის გუბერნია, – 21. XII. 1931, იუგოსლავია), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1916). დაამთავრა ვორონეჟის მიხეილის კადეტთა კორპუსი (1882) და ელიზავეტგრადის კავალერიის სასწავლებელი (1884). 1881-იდან მსახურობდა ჯარში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904–05) ომში. 1911 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1913–16 მეთაურობდა დაღესტნის ცხენოსანთა პოლკს, 1916–18 – კავკასიის ცხენოსანი დივიზიის I ბრიგადას. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში, 1918-იდან – თეთრ გვარდიელთა მოძრაობაში. 1920- იდან ემიგრაციაში წავიდა. ხელმძღვანელობდა სევერსკის დრაგუნთა საზ-ბას ბელგრადში.
დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. ანას სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, აგრეთვე წმ. გიორგის იარაღით.
ლიტ.: Гогитидзе М., Военная элита Кавказа (Генералы и адмиралы из Грузии), кн. 1, Тб., 2007.
მ. გოგიტიძე