კოდუა ედუარდ ივანეს ძე (14. X. 1929, სენაკი, – 20. IX. 2002, თბილისი), ფილოსოფოს-სოციოლოგი, საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1997), ფილოს. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1970). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1954). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ქ. ცხაკაიას (ახლანდ. სენაკი) საშ. სკოლასა (1954-56) და სას.-სამ. ტექნიკუმში (1956-59). იყო თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტის დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის თანამშრომელი: დოცენტი (1963–69), პროფესორი (1970–84), სოციოლოგიის კათედრის გამგე (1984–2002), საქართვ. სოციოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი (1990–2002), 1989-იდან თსუ-ის სამეცნ. ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს თავ-რე.
კ-ს მეცნ. კვლევის ძირითადი სფეროებია XX ს. ქართ. ფილოსოფია, სოციოლოგია, ისტ. ფილოსოფია, ეგზისტენციალური ფილოსოფია. ისტ. ფილოსოფიაში კ-მ ახლებურად გაიაზრა ისტ. საზრისის პრობლემა, სოციოლოგიაში – სოციოლოგიის მიმართება სხვა სოციალურ დისციპლინებთან: სოციალურ ევოლუციასთან, სოციალურ ფსიქოლოგიასთან, დემოგრაფიასა და ანთროპოლოგიასთან. მან გამოყენებითი სოციოლოგია საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში დაუკავშირა მნიშვნელოვან მიკრო და მაკრო თეორიულ პარადიგმებს, რისი წყალობითაც ეს დისციპლინა აკად. მეცნიერებად აქცია. კ. არის მრავალი მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს და სამეცნ. სტატიის ავტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).
თხზ.: ორგანიცისტული სოციოლოგიის განვითარების ტენდენციები, თბ., 1964; ისტორიის ფილოსოფია, თბ., 1966; კოტე ბაქრაძე, თბ., 1973; ისტორიის საზრისის საკითხისათვის, თბ., 1979; ეგზსისტენციალიზმი ფილოსოფიის არსის შესახებ, თბ., 1984; სოციოლოგიის შესავალი, თბ., 1986; სოციოლოგია, ნაკვ. 1–2, თბ., 1998; კულტურის სოციოლოგია, თბ., 2001.
ი. კაჭკაჭიშვილი