კოდუა იოსებ ივანეს ძე

კოდუა იოსებ ივანეს ძე (18. II. 1902, სოფ. ქვალონი, ახლანდ. ხობის მუნიციპალიტეტი, – 11. IX. 1978, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1968). დაამთავრა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტი (1930). იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის პოლიტეკონომიის კათედრის მასწავლებელი (1934–45), მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის საქართვ. ფილიალის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (1945–46), თსუ-ის დოცენტი, პროფესორი (1947–78).

კ. არის სამეცნ. ნაშრომების, მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. მისი სამეცნ. შრომები ეხება პოლიტ. ეკონომიის, ინდუსტრიალიზაციის, საწარმოთა დაგეგმვის, ელექტრიფიკაციისა და სხვ. საკითხებს.

თხზ.: შრომის დაცვა სოფლის მეურნეობაში, თბ., 1927; პოლიტიკური ეკონომიის კურსი, თბ., 1930; საბჭოთა საქართველო მოწინავე ინდუსტრიული რესპუბლიკაა, თბ., 1961.