კოვზანაძე ირაკლი კარლოს ძე (დ. 29. VI. 1962, ქუთაისი), ეკონომისტი და მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. კანდიდატი (1990), ეკონ. მეცნ. დოქტორი (2002), პროფესორი (2004). დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. (1984) და ეკონ. (1995) ფაკ-ტები. 1988–2003 თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტზე ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. იყო „კომერციული ბანკი კრწანისის“ განყ-ბის უფროსი, გამგეობის თავ-რე, გენ. დირექტორი (1993–98), „გაერთიანებული ქართული ბანკის“ გენ. დირექტორი (1998– 2003), საქართვ. პარლამენტის წევრი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავ-რე (2004–08; 2016-იდან დღემდე), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენელი პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვადასხვა საფინანსო ინ-ტის სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოებში (2008–12), სააქციო საზ-ბა „საპარტნიორო ფონდის“ (საქართვ. სახელმწ. სუვერენული ფონდი) აღმასრ. დირექტორი (2012–15). 2006-იდან არის თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის გამგე.
კ-ს საქართველოში და საზღვარგარეთ გამოცემული აქვს სამეცნ. ნაშრომები, მ. შ. მონოგრაფიები მათემატიკასა და ეკონომიკაში, რ-ებიც ეძღვნება მეზოკომპაქტური სივრცეების განზომილებისა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს, გლობალური ეკონ. კრიზისების, ქვეყნის საბანკო სისტემაში არსებული პრობლემების კვლევას.
თხზ.: თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა, თბ., 2014; Уроки мирового экономического кризиса и формирование новой модели развития, Тб., 2016; Economic and Banking System Development Trends and Prospects for Countries in Transition, N.-Y. – Bloomington, 2008; Systemic and Borderline Banking Crises: Lessons Learned for Future Prevention, N.-Y. – Bloomington, 2011; Global Economy Post- Crisis to Sustainable Development, N.-Y. – Bloomington, 2018.