კოზლოვი ივანე ივანეს ძე [11 (22). IV. 1779, მოსკოვი, – 30. I (11. II). 1840, სანქტ-პეტერბურგი], რუსი პოეტი, მთარგმნელი. მის შემოქმედებაში იგრძნობა სენტიმენტალურ-რომანტ. სტილის გავლენა. პოპულარობა მოიპოვა კ-ის პოემებმა „ბერი“ (1825) და „შეშლილი“ (1830). ეს უკანასკნელი თარგმნა და ჟურნ. „ცისკარში“ გამოაქვეყნა რ. ერისთავმა. ი. ჭავჭავაძემ იმავე ჟურნალში (1861, №4) მკაცრად გააკრიტიკა პოემაცა და მისი თარგმანიც. ამასთანავე, დადებითად შეაფასა ტ. მურის ლექსის, „მწუხრის ზარის“ („Вечерний звон“), კოზლოვისეული თარგმანი. ილიას კრიტიკულმა წერილმა ახ. თაობის ლიტ. მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა და „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის საწყისად იქცა.
ლიტ.: ჭავჭავაძე ი., რჩეული ნაწარმოებები ექვს ტომად, ტ. 3, თბ., 2012.
ვ. შადური