კოკაი

კოკაი

კოკაი (იაპ. 黒海 „შავი ზღვა“), ცაგურია ლევან მერაბის ძე (დ. 10. III. 1981, სოხუმი), სპორტსმენი (სუმო, თავისუფალი ჭიდაობა). პირველი ევროპელი, რ-მაც ძიურეს თანრიგს მიაღწია. იუნიორებში ევროპის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1999). აფხაზეთის ომის გამო ლ. ცაგურიას ოჯახმა სოხუმი დატოვა და თბილისში გადმოსახლდა (1992). იგი სუმოთი საქართველოს სპორტის აკადემიაში სწავლის დროს დაინტერესდა. სუმოს სტუდენტური ფედერაციის ხელმძღვანელმა ტანაკამ 2001 კ. ტოკიოში მიიწვია და სუმოს ერთ-ერთ წამყვან სკოლაში მიაბარა. ლ. ცაგურიას წარმომავლობის გამო იაპონელებმა „კოკაი“ შეარქვეს. კ-მ მაკუუჩი დივიზიონამდე გზა 2 წელიწადში გაიარა. 2006 მას კომუსუბის წოდება მიენიჭა. კარიერა დაასრულა 2012-ში. არის საქართ. სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი (2018).